საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების  სამსახურში მისაღებად  გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით  დოკუმენტების მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ N1 დანართის  მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა, თსუ რექტორის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ 2018 წლის 25 ივლისის N174/01-01 საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
1) ხატია ხატიაშვილი - აპარატის უფროსი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
2) მარინა ბაკურაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
3) სალომე ტყებუჩავა - ლაბორანტი

2. საკონკურსო დოკუმენტები დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება 2018 წლის 29 აგვისტოდან  2018 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით,  09:30 - დან 18:00 საათამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის  გარდა, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი  №1(თსუ-ს I კორპუსი), II სართული, ოთახი  №207.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
4. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.